ვოლსკი: პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კახი კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კალაძეს ამ კონკრეტულ თემასთან არავითარი კავშირი არც ჰქონია, არ აქვს და არც მომავალში ექნება.

მისი თქმით, კალაძის, როგორც “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დისკრედიტაცია, არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც რა საკვირველია, გარკვეული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერენ.

„ვფიქრობ, პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო და საკმაოდ წარმატებულად დაანახა პრეზიდენტს საკუთარი თავი, თუ რა ღირებულებების მატარებელია“, – დასძინა ვოლსკიმ.

Comments
Loading...