ვოლსკი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე: თემა სერიოზულია და იქნებ სექტემბრამდე გადავდოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების სექტემბრამდე გადატანა უნდა მოხდეს.

როგორც ბიუროს სხდომაზე ვოლსკიმ განაცხადა, ფრაქციაში აღნიშნული საკუთხის გარშემო შიდა დაპირისპირებაა.

მისი თქმით, საქმე იმაშია, რომ რაღაც განსხვავებული პოზიციებია.

“თემა სერიოზულია და იქნებ სექტემბრამდე გადავდოთ, რადგან დაპირისპირებული მდგომარეობაა. მივაქციოთ ფორმალურ მხარეს ყურადღება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

„ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებების განხილვის პროცედურის სექტემბრამდე გადადება მოითხოვა.

Comments
Loading...