რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Reuters-ის ოპერატორს დებილი უწოდა. ინციდენტი ჰამბურგში მოხდა, სადაც მინისტრი თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდებოდა.
ვიდეოს მიხედვით, სხდომათა დარბაზიდან გამოსულ ლავროვთან ჟურნალისტი მივიდა და რაღაც თხოვა. ლავროვმა ინგლისურად იკითხა «What do you want?» (რა გინდათ?) შემდეგ კი რუსულად დაამატა «дебилы»(დებილები) და გაიარა.
https://www.youtube.com/watch?v=LWM0pZbP1cc&feature=youtu.be
ლავროვის პრეს-სამსახურს ინციდენტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სხვადასხვა ონლაინ გამოცემის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მაღალჩინოსანი ჟურნალისტს ასე აშკარად პირველად აყენებს შეურაცხყოფას, თუმცა სიტყვა “დებილები” ლავროვის ბაგეებს საჯაროდ სხვა დროსაც მოსწყდა – 2015 წელს პრეს-კონფერენციაზე მან სიტყვა “დებილი” მაშინ წარმოთქვა, როცა მიკროფონი გამორთული ეგონა და მისი სიტყვები პირდაპირ ეთერში მრავალმა ტელევიზიამ აჩვენა.