“სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ისეთი მოვლენების შეფასება გვიწევს, რომელსაც დესტაბილიზაციის სუნი ასდიოდა. დაგეგმვისა და პროვოცირებულის ელფერი დაჰკრავდა. აქვს ეს ნიშნებიც”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ “იმედის” ეთერში ბათუმის მოვლენებზე საუბსრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს “ნაციონალური მოძრაობის” ჩართულობა ეტყობოდა.
“სამწუხაროდ, ეს არის ნამდვილად “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგი. ადამიაების, რომლებიც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მუდმივად აანონსებდნენ, რომ არჩევნების გზით ვერ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში. საჭირო იყო ესკალაცია, ხალხის გამოყვანა, საუბრობდნენ იმაზეც, რომ აჯანყებით უნდა განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილება.
სამწუხაროდ, ეს არის არამარტო ერთი ხდომილება 11-12 მარტის, არამედ ეს არის მათი დღის წესრიგი. ჩვენი განვითარების გეგმის რელსებიდან გადასვლა”,- განაცხადა გაბუნიამ.
ipress.ge