ზაზა ფაჩულია: ჩემი ხმები ქართველი ხალხისგანაა, ასეთ რამეს ვერ იყიდი, მადლობა ამ სიყვარულისთვის!

ელოდით ამ შედეგს? – ასეთი იყო ჟურნალისტის კითხვა, რომელიც მან ზაზა ფაჩულიას დაუსვა.

ზაზა ფაჩულია უცხოელ ჟურნალისტთან NBA-ს All-Star-ის გამოკითხვის  საშუალედო შედეგებზე საუბრობს.

გაგიკვირდათ, არა, თქვენ გაგიკვირდათ? – კითხვას კითხვით უპასუხა ზაზა ფაჩულიამ.

“მე, სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, რადგან შარშან ქართველები პირველად ჩაერთვნენ ამ პროცესში. მინდა ვახსენო, რომ NBA-ში 14 წელია ვთამაშობ და ხმათა ნაწილი შტატებიდანაა, მაგრამ რაელობას თვალი თვალი გავუსწოროთ, ჩემი ხმები ქართველი ხალხისგანაა. მათ აქვთ ამის გამოცდილება, იციან წესები და სულაც არ მიკვირს შედეგი.

ჩემი აზრით, ამის მთელი ხიბლი ისაა, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება. მე არასდროს ვითხოვ ხმის მიღებას, რადგან გუნდზე და თამაშზე ვარ ორინეტირებული. ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი.

მე მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავიხადო,  მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის, რადგან როგორც არ უნდა იყო ცხოვრებაში, უარყოფითი თუ დადებითი პიროვნება, ასეთ რამეს ვერ იყიდი.

ipress.ge

Comments
Loading...