ზაზა სვანაძე:”ელისო კილაძემ პირველად დაადო უარყოფითი რეზოლუცია ჩემს შეთავაზებულ მასალას”

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე საკუთარ სოციალურ გვერდზე შალვა რამიშვილის იმედიდან გათავისუფლებას ეხმიანება:
შეიძლება ჩემი უფროსი მეგობარი და ხელმძღვანელი ელისო კილაძე გამიბრაზდეს, ან სულაც გაცხარდეს ამ პოსტის გამო; რატომ გამოგაქვს შიდა სამზარეულო გარეთო, მაგრამ ფაქტს დავწერ – არანაირი შეფასებები – მოკლედ მომდევნო სამშაბათისთვის ორ მასალაზე ვმუშაობ ( თემებში დანაკლისი არ მაქვს – მასალებს ვაბარებ ) თუმცა ოთხი-ხუთი დღის წინ კულუარულად შევიტყვე ინფორმაცია, შალვა რამიშვილის იმედიდან გათავისუფლების შესახებ, ალბათ უკვე ხვდებით რომელი ისტორიის შესწავლას ვაპირებდი – მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო პირად ცხოვრებაში ქექვა კლასიკური გაგებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე იყო მოძალადე, მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ტიპის ძალადობა ამერიკის პრეზიდენტსაც არ შერჩა და მსოფლიო პრესამ თავის დროზე მონიკა ლევინსკი როგორც მსხვერპლი ისე გაიცნო, იმის მიუხედავადაც, რომ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ერთი-ერთში დადასტურდა, რედაქტორმა კატეგორიული უარი განმიცხადა – ზაზა ეს პირად ცხოვრებას ეხება და არ დაიწერებაო – ჰოდა თქვენ ენატლიკინებო და ცილისმწამებლებო!!! ,,ქრონიკა+,,სკენ რომ იშვერთ ხელს, სხვათა პირადში იქექებითო, იცოდეთ ეს ისტორია – ელისო კილაძემ პირველად დაადო უარყოფითი რეზოლუცია ჩემს შეთავაზებულ მასალას – და იცით რატომ ? ჩვენ წესების დაცვით ვთამაშობთ ( თუმცა მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები – ეს მასალა პორტალებისთვის მაინც უნდა მომეზადებინა – მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა ) – ტასო ბარნოვამ ( ტელეჟურნალისტის ფსევდონიმია ) თავისი სათქმელი უკვე თქვა smile emoticon Eliso Kiladze Nana Tvalabeishvili Tamar Batiashvili George Lapherashvili Maka Mosiashvili – დიახ ეს ,,ქრონიკა+ია – ჩვენ სხვათა პირად ცხოვრებას სიფრთხილით ვეკიდებით !
წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე, ზაზა სვანაძე.

Comments
Loading...