ჟორჟოლიანი სააკაშვილს: შვილიშვილებს სიამაყით მოვუყვები, რომ პირადად გიცნობდით

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ულოცავს.

„ვულოცავ დაბადების დღეს იმ ადამიანს, რომელმაც ქურდები – პოლიციით ჩაანაცვლა, გაი -პატრულით, საპასპორტო განყოფილებები- იუსტიციის სახლებით, რაგატკის ჯარი – დიდგორად აქცია.

მიტოვებული ქალაქები-ტურისტულ ზონად, რომელმაც შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები და ეს ქვეყანა ჭაობიდან აქამდე მოიყვანა.

გილოცავთ დაბადების დღეს, შვილიშვილებს სიამაყით მოვუყვები, რომ პირადად გიცნობდით“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

Comments
Loading...