ზლატან იბრაჰიმოვიჩი:”გილოცავთ ყველა ქართველს და ჩემს ფანებს”
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესოდ მოგვმართა…
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე საათის წინ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა და 2 თვეში ქართველები ევროპაში მიმოსვლას უვიზოდ შევძლებთ. წინააღმდეგი წავიდა დიდი ბრიტანეთი, რომელიც ისედაც გადის ევროკავშირიდან.
გამოქვეყნდა ძალიან ბევრი პოლიტიკოსის თუ ჟურნალისტის განცხადება, თუმცა ძალიან საინტერესო იყო ზლატანის განცხადებაც. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა უკვე მთელი მსოფლიო მოიარა…
“ყველა ქართველს ვულოცავ ამ მიღწევას, თუმცა მანჩესტერში ჩემი თამაშის ხილვისთვის უფრო დიდი დრო დაგჭირდებათ. ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ფანი მყავს. სიმართლე ვთქვა, მეც გამიჭირდა თავიდან დიდ ბრიტანეთში მოხვედრა, თუმცა თუ ევროპაში კვლავ ვითამაშებ…”, – განაცხადა ყველაზე განსაკუთრებულმა “იბრამ”.