ზოგიერთი ჩასაფრებულისა და არამკითხე მოამბის გასაგონად! – მჟავანაძე კახიშვილზე

”სასჯელაღსრულების სამინისტრო კახი კახიშვილი სახმარებით მოწინავეა მთელს ევროპაში”, – აცხადებს “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე:
“მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ჩასაფრებულის და არამკითხე მოამბის განცხადებებს სასჯელაღსრულების სამინისტროს და მინისტრ კახა კახიშვილთან დაკავშირებით – ბევრი დაქირავებული თანამშრომელი ჰყავს და ზედემტი ხარჯებია სამინისტროშიო. რა გინდათ, მარტო ერთმა კახიშვილმა მართოს ამხელა სისტემა? სასჯელაღსრულების სამინისტრო სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი პერიოდისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებ დაფინანსებას იღებს და ეს უწყება მოწინავეა, არათუ რეგიონში, არამედ ევროპაშიც! სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო სისტემა, რომელმაც წინა ხელისუფლება ჩამოშალა, რადგან ადამიანების გაუპატიურებები, მკვლელობები და წამებები სწორედ იქ ხორციელდებოდა! დღეს კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო და ჩვენი დასავლელი პარტნიორები – ყველა ერთხმად აღნიშნავს რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ევროპული სტანდარტებისაა და სამაგალითოა რეგიონსა და ევროპაშიც. ეს ყველაფერი მოხერხდა პირადად კახი კახიშვილის და იმ გუნდის მეშვეობით რომელიც დღეს პენიტენციალურ სისტემაშია.
სასჯელაღსრულების სამინისტრო არის მგრძნობიარე უწყება და მასზე დაუსაბუთებელმა და გაუაზრებელმა შეტევებმა შეიძლება სტრუქტურის მუშაობაზე ძალზე უარყოფითად იმოქმედოს. სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს მავანთ, როდესაც საუბრობენ – 104 მრჩეველი რატომ მუშაობს რატომ არის მათზე დაფინასება გამოყოფილიო. სასჯელაღსრულების სამინისტრო, კახი კახიშვილი დახმარებით, მოწინავეა მთელს ევროპაში და ეს იმ ჩასაფრებულმა და უვიცმა ადამიანებმაც კარგად იციან. მათი მიზანი არა დახმარების სურვილი და კრიტიკაა, არამედ ბრძოლა ხელისუფლების ჩამოსაშლელად, რომელიც სწორედ ამ სისტემიდან დაიწყო სააკაშვილის დროს”, – ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

წყარო :  marshalpress.ge

Comments
Loading...