ზურაბ ჯაფარიძე ლორთქიფანიძეს: პირდაპირ ეთერში ბოდავთ

“გირჩის” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, გადაცემა “რეაქციის” პირდაპირ ეთერში, “დემოკრატიული მოძრაობის” წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას “გირჩის” ნარკოპოლიტიკის შესახებ, “პირდაპირ ეთერში ბოდვას” უწოდებს.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ჯაფარიძეს ბოდიში აქვს მოსახდელი იმის გამო, რასაც “გირჩი” და მისი ლიდერები ახორციელებენ.

“ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც იღებს ლოგოტიპად გირჩის გამოსახულებას, რომელიც შემდგომში ადვილად საცნობი ხდება. ეს არის კრიპტონარკოტიკული საშუალების გამომხატველი ფორმა, მწვანე ფორმა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, განსაკურებული მონდომებით იწყებს ამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პროპაგანდირებას.

ბატონო ზურაბ, თქვენ ბოდიში უნდა მოიხადოთ იმის გამო, რასაც “გირჩი” აწარმოებს, რასაც მისი ლიდერები ახორციელებენ, კულტივაციას ეწევიან, თესავენ, რადგან იციან, რომ არ დაისჯებიან… საკონსტიტუციო სასამართლოში გარბიან და შეაქვთ სარჩელები…

ამ გამოხატულების წინაშე ჩვენ “გირჩმა” დაგვაყენა იმ სააფთიაქო ნარკოტიკებთან და ბიოსთან  ერთად, რაც ორკესტრირებულია ერთ მთლიანობაში…

ხალხო, ბიოთი, სააფთიაქო ნარკომანიით გინდათ მოკვდნენ თქვენი შვილები? გაშიფრული ხართ თავიდან ბოლომდე!”, – აღნიშნავს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ipress.ge

Comments
Loading...