ზურაბ ჟვანიას საქმეს შშს-ს ოპერატორის ვიდეომასალა ახლავს

გარდაცვლილი პრემიერის, ძმის გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას საქმეს შშს-ს ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეომასალა ახლავს, სადაც აშკარად ჩანს, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს სხეულზე და თავზე დაზიანებები აქვთ მიყენებული.

გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ეს არის გარდაცვლილის გაკვეთის კადრები.

“არის სისხლჩაქეცევებიც. თავზე – კოპი. ექსპერტებმა, რომლებმაც ნახეს, ვარაუდი გამოთქვეს, რომ დაზიანება ბლაგვი საგნით არის მიყენებული. ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, ვინმემ ვერ შეამჩნიეთო?! რატომ ვერ შევამჩნიეთ, ზურას ჰქონდა ძალიან უხეში ნაკერი თავზე და აგვიხსნეს, რომ ეს იმიტომ გაკეთდა, რომ სინჯები აიხსნეს, მაგრამ ეს იყო უხეში ნამუშევარი”
.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, საქმე ეგზგუმაციამდე მივა. სისხლჩაქცევა 10 წელი ვერ რჩება, თუმცა შესაძლოა, რამე გამოჩნდეს.

Comments
Loading...