ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი
ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა დღეს გამოაცხადოს. საკითხის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც დრო უკვე ლევან ჩაჩუას დასკვნით სიტყვას დაეთმობა.