,,მსჯავრდებულებს პრეზიდენტთან არ სჭირდებათ შუამავლები და ბუნებრივია არ შეიძლება, რომ ყველა მსჯავრდებული იყოს შეწყალებული. ეს მოლოდინი თვითონ მსჯავრდებულებსაც არ უნდა ჰქონდეთ. მე მომისმენია, როდესაც ვხვდები ხოლმე ოჯახის წევრებს, შეწყალება მეხებოდა, არავინ არ იცის შეწყალება ვის ეხება, გარდა პრეზიდენტის. მოგვდის წერილები ხოლმე, რომ ესა და ეს ადამიანი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და უსამართლოდ არის დასჯილი, ჯერ ვინ დაადგინა, რომ უსამართლოდ ზის და თუ ის უსამართლოდ ზის და დეპუტატისთვის ეს ცნობილია, რა თქმა უნდა, მან პირველ რიგში, შეწყალების მექანიზმს უნდა მიმართოს, არამედ უნდა მიმართოს პროკურატურას და მან ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რომ მართლმსაჯულების ეს ხარვეზი გამოსწორდეს და არა ის რომ შეწყალების კომისიამ შესთავაზოს პრეზიდენტს ამ ადამიანის შეწყალება”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
primetimenews.ge