ზვიად ტომარაძე – კითხვები რომელიც წინა საარჩევნოდ ყველა პარტიას უნდა დაესვას !!

პარლამენტარობის მსურველებს რამდენიმე კითხვა უნდა დავუსვათ და ამომრჩევლისთვის უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება.
აი ჩემეული ვარიანტი:
(პასუხი მხოლოდ: დიახ, ან არა)

1. უნდა შეიზღუდოს თუ არა აზარტული თამაშები?
2. უნდა აიკრძალოს თუ არა ონლაინ-სესხები?
3. ანტიდისკრიმინაციულ კანონში უნდა ეწეროს თუ არა ტერმინები: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა?
4. მიწის კანონში უნდა დაწესდეს თუ არა ისეთი რეგულაციები, რომელიც მკვეთრად შეზღუდავს მიწის გასხვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე?
5. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, გამოხატავენ მათ დამფინანსებელთა ინტერესებს და ხშირად მიდიან საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების და მისი ტრადიციების წინააღმდეგ?
6. უნდა გამკაცრდეს თუ არა საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკა?
7. არის თუ არა “რუსთვი2” დამოუკიდებელი მედია?
8. უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში ახალი საგანი: “მე და საზოგადოება”?
9. დაშვებული უნდა იყოს თუ არა ID ბარათების ალტერნატიული პირადობის მოწმობები?

Comments
Loading...