ზვიად ტომარაძე – “სითი პარკის” წინააღმდეგ საკანონმდებლო ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს!
“დღეს პარლამენტში “ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა” მწვანე შუქი აუნთო ჩემი და როინ მიგრიაულის კანონპროექტს “სითი პარკზე”. არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შედეგად, კანონპროექტში გავითვალისწინეთ ფეხითმოსიარულეთა ინტერსებიც! კერძოდ კანონპროექტში შევიტანეთ ჩანაწერი: “თუ აფერხებს ტროტუარზე ქვეითთა მოძრაობას” ამ შემთხვევაში ავტომობილი დაექვემდებარება საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანას. ამრიგად ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაყვანას სამ შემთხვევაში დაექვემდებარება: 1. სატრანსპორტო საშუალება აფერხებს საავტომობილო მოძრაობას. 2. ქმნის საცობს 3. აფერხებს ტროტუარზე ქვეითთა მოძრაობას. ყაჩაღური კომპანია “სითი პარკის” წინააღმდეგ საკანონმდებლო ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს!”
– “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე