ზვიად ტომარაძე – სითი პარკს კიდევ ერთი ლობისტი გამოუჩნდა ლაშა ჩხარტიშვილის სახით!
“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე ა/ო “დემოკრატიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებას ეხმაურება
“ეკა გიგაურის კანტორის შემდეგ სითი პარკს კიდევ ერთი ლობისტი გამოუჩნდა ლაშა ჩხარტიშვილის სახით!
ნამდვილად არ მეგონა თუ ვინმე გაბედავდა და ყაჩაღი სითი პარკის დაცვას შეეცდებოდა!!! თქვენით ვერაფერს აკეთებთ მოსახლეობის დასაცავად და ვინც აკეთებს იმას მაინც აცადეთ და ხელს ნუ უშლით! კი ბატონო აზრი გამოთქვით, მაგრამ რას ნიშნავს პარლამენტს მოვუწოდებთ კანონპროექტი არ მიიღოს?ეს არის სითი პარკის ლობისტობა! აი ამიტომ არ კეთდება ქვეყანაში საქმე, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის ათასნაირი ხერხებით ებრძვიან!!!
ლაშა ჩხარტიშვილი: “ეს ინიციატივა სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. მისი დამტკიცების შემთხვევაში ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება არც პატრულის თანამშრომლებს, არც შესაბამის ორგანოებს აღარ ექნებათ, რაც ისედაც გადატვირთულ ტროტუარებს სრულიად გაუვალს გახდის. ჩვენ, “დემოკრატიის ინსტიტუტმა” მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ამ სახით არ მიიღოს.”
1. პატრულს ისედაც არ გადაჰყავდა ავტომობილები. 2. თუ ისედაც გადატვირთულია, გაუვალს როგორღა გახდის? 3. ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისთვის კანონში არსებობს ფულადი ჯარიმა. 4. დემოკრატიის ინსტიტუტი სანამ ვინმეს რაიმეს მოუწოდებს, მანამდე მისთვისვე უმჯობესი იქნება კანონპროექტს სრულად გაეცნოს. 5. ეს ცვლილება ერთ-ერთია კანონპროექტის ოთხი ცვლილებიდან და როდესაც ფეხითმოსიარულეთა უფლებებზე საუბრობს (რომელთაც კანონპროექტით არაფერი ემუქრებათ), რა პასუხს აძლევს იმ ავტომობილების მეპატრონეებს ვის მანქანებსაც სითი პარკი იპარავს???
ბ-ნი ლაშა ინტერვიუს ბოლოში აღნიშნავს: “სხვა რაიმე პოზიტიურს თუ შეიცავს ეს საკანომდებლო აქტი ჩემთვის უცნობია და უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა გასჩენოდა რომელიმე დეპუტატს ამ ცვლილების მიღების სურვილიო.” ჯერ ერთი თუ უცნობია რას საუბრობ? გაეცანი და მერე ისაუბრე. მერე მეორე კანონპროექტის ავტორები მე და როინ მიგრიაული ვართ და ცვლილების მიღების სურვილი ჩვენი მოსახლეობის ავტომობილების, ყაჩაღური კომპანია სითი პარკისგან დაცვაა!!!”